კოტე თოლორდავას ხსოვნისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო საღამო გაიმართება

დღეს, 20:00 საათზე, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო თეატრი მსახიობ კოტე თოლორდავას ხსოვნისადმი მიძღვნილ საქველმოქმედო საღამოს გამართავს. საღამოდან შემოსული თანხა კოტე თოლორდავას ოჯახს გადაერიცხება. საღამოს ორგანიზატორია თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დიმიტრი ხვთისიაშვილი. საღამოზე ნაჩვენები იქნება კოტე თოლორდავას ცხოვრების სტუდენტობიდან მოყოლებული როგორც ცნობილი, ისე უცნობი კადრები, მათ შორის ნაწყვეტები სპექტაკლებიდან და მოგონებები. 13 მაისს კოტე თოლორდავა 36 წლის გახდებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები