ოთარ ჩრდილელი: დაუდევრობა, აი კიდევ ერთი მიზეზი, რომელმაც სამი ბავშვის სიცოცხლე შეიწირა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ოთარ ჩრდილელი ქობულეთში დატრიალებულ ტრაგედიას ეხმაურება. ჩრდილელი სასტუმროს მეპატრონის უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ დაუდევრობას სამი ბავშვის სიცოცხელ ემსხვერპლა.
„აჰა, გადაბრუნდა ურემი! სამი ბავშვის სიცოცხლე შეიწირა! აშენებ კორპუსს? სახლს? სასტუმროს? – ინებე კეთილი და შეიძინე ცეცხლმაქრი, რამდენიც საჭიროა! გააკეთე ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა! ყველაფერზე, ფულის დაზოგვა არ გამიგია, თან გააჩნია თუ რაზე “ზოგავ” ფულს! ყველაფერი, რომ პლასტიკატსა და ადვილად აალებადი სამშენებლო მასალებით გაქვს გაკეთებული, ის მაინც ხომ უნდა დაუშვა, რომ ერთ არამშვენიერ დღეს, შეიძლება უბრალოდ გადაგდებულმა სიგარეტმა, აალებულმა კონდიციონერმა თუ სხვა რამ საყოფაცხოვრებო ნივთმა (,,ბიტავუხამ,,) ხანძარი გამოიწვიოს! ისე ვარ გაცეცხლებული, იმავდროულად თავზარდაცემული, რომ დანა პირს არ მიხსნის! Халатность-რუსულად და ქართულად-დაუდევრობა, აი კიდევ ერთი მიზეზი, რამაც გადააბრუნა ურემი! რომელმაც სამი ბავშვის სიცოცხლე შეიწირა!!!“ – წერს ჩრდილელი ფეისბუქის პირად გვერდზე. ქობულეთში, სასტუმრო “არმაზში” ხანძარს სამი მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა.
უბედური შემთხვევა დღეს, გამთენიისას მოხდა. ცეცხლმოკიდებული სასტუმროდან პოლიციის და აჭარის საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებმა 45 ადამიანი გამოიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები