გაფიცულ მუშებს პრემიერის აპარატის თანამშრომლები დახმარებას დაჰპირდნენ

  საქართველოს მთავრობის დეპარტამენტის წარმომადგენლები კაზრეთის საბადოს გაფიცულ მუშებს შეხვდნენ. შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა და მას ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე, ადმინისტრაციის მრჩეველი ბექა ნაცვლიშვილი, ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი პაატა ჟორჟოლიანი და ჯანდაცვის მინისტრის მრჩეველი კახა საკანდელიძე დაესწრნენ.
გაფიცული მუშები სამსახურიდან გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში აღდგენასა და შრომითი პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის ნინო კობახიძის განცხადებით, პრემიერ–მინისტრი უშუალოდ არის დაინტერესებული პრობლემის გადაჭრით. ამ მიზნით მთავრობის ადმინისტრაციამ, როგორც დასაქმებულ, ისე დამსაქმებელ მხარესთან შეთანხმებით, შეარჩია მედიატორი, რომელიც ორშაბათიდან აქტიურად ჩაერთვება პროცესებში და შეისწავლის პრობლემის მიზეზებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები