9 მაისი
09:30
NEW
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის მემორიალს გვირგვინით შეამკობს.
11:00
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით თბილისის ეროვნული პარკში (სოფ.საგურამო) გაიმართება დასუფთავების აქცია. მოხალისეების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს ტურიზმის ადმინისტრაცია. შეკრების ადგილი: ვარდების მოედანი, 10:00 საათი.
11:00
NEW
„რეპორტიორის“ პრესკლუბში „დევნილთა პარტია“ ბრიფინგს გამართავს. თემა: მოწოდება დევნილებს ყრილობის თაობაზე
11:30
NEW
„რეპორტიორის“ პრესკლუბში ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე ბრიფინგს გამართავს. თემა: სასამართლოში დეპარტამენტი იქმნება – დეტალები
12:00
“ექსპო ჯორჯია” სილამაზის, მოდისა და სამკაულების დარგში, წლის ყველაზე მრავალფეროვან გამოფენას უმასპინძლებს.
E1
12:00
„ტრანსპორტის და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარე დავით მესხიშვილი “პირველ პრესკლუბში” პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: არასწორი პარკირების გამო მძღოლების მასიური დაჯარიმება იწყება, სატრანსპორტო კრიზისი დედაქალაქში.
მისამართი: წერეთლის 116, “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული.
12:00
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ 9 მაისის დღესთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს, პროკოფი პატარაიას, ფაშიზმზე გამარჯვების დღეს და 93 წლის იუბილეს ოჯახში მიულოცავენ. მისამართი: თბილისი, სარაჯიშვილის ქ. #60; საკონტაქტო პირი: ცაბო გუგუნაშვილი – 599 010344
12:00
“პრაიმტაიმის” პრესკლუბში არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციას“ ხელმძღვანელი გურამ ადამაშვილი პრესკონფერენციას გამართავს თემა: „პოზიცია“ კვლევას აქვეყნებს – რას ფიქრობს საზოგადოება პროექტ „პანორამა თბილისის“ განხორციელებაზე?!