ზაზა გაბედავა: „თავისუფალი ზონის“ პროვოკატორი- ირაკლი ქანთარია არ არის მელიტონ ქანთარიას შვილიშვილი!

ზაზა გაბედავა „თავისუფალი ზონის” წევრების შესახებ საუბრობს და მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ორგანიზაციის წევრი, ირაკლი ქანთარია მელიტონ ქანთარიას შვილთაშვილია, სიცრუეს უწოდებს.
„თავისუფალი ზონის” ზონდერების საყურადღებოდ! სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ „თავისუფალი ზონის” პროვოკატორი ირაკლი ქანთარია არ არის მელიტონ ქანთარიას შვილიშვილი, არც შვილთაშვილი, უბრალოდ ქანთარიაა გვარად. ეს წუთია ველაპარაკე ცხონებული მელიტონის ნამდვილ შვილიშვილს – ბატონ მერაბ ქანთარიას, რომელიც ცხოვრობს ქალაქ მოსკოვში და დამიდასტურა კიდეც, ირაკლი ქანთარიას შესახებ. ასე რომ, ვაფრთხილებ “თავისუფალი ზონის” პროვოკატორებს, ხალხი ნუ შეგყავთ შეცდომაში”, – განაცხადა გაბედავამ „რეპორტიორთან” საუბარში.

ghghghg

წყარო: „რეპორტიორი“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები