რუსულ უახლეს ტანკს წითელ მოედანზე ძრავა ჩაუქრა

უახლეს რუსულ ტანკ „არმატას“ წითელ მოედანზე აღლუმის გენერალური რეპეტიციის დროს ძრავა გაეთიშა. ტანკი რამდენიმე წუთის განმავლობაში მოედანზე პირდაპირ მავზოლეუმის წინ იყო გაჭედილი.
მოგვიანებით საბრძოლო მანქანა „ურალვაგონზავოდის“ სპეციალისტმა წაიყვანა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ეს ფაქტი დაადასტურეს და აღნიშნეს, რომ ტანკის ტექნიკური მდგომარეობა მისი გაჭედვის მიზეზი არ ყოფილა.
„ეკიპაჟმა რაღაცა შეცდომა დაუშვა. მას, სავარაუდოდ, სარეზერვო შემადგენლობით გამოცვლიან“, – განუცხადა „გაზეტა.რუ“-ს წყარომ თავდაცვის სამინისტროში.
ტანკმა „არმატამ“ პოლიგონ ალაბინოზე აღლუმის რეპეტიცია ორჯერ ჩაშალა. ორივეჯერ მას ტრანსმისია გაუფუჭდა. არ არის გამორიცხული, რომ წითელ მოედანზეც ტრანსმისიის პრობლემა იყო, თუმცა ამჯერად ოფიციალური წყაროები ამას უარყოფენ. სპეციალისტების აზრით, „არმატამ“ შეიძლება ცნობილი რაკეტის „ბულავას“ ბედი გაიზიაროს, რომლის რამდენიმე გამოცდა უშედეგოდ დასრულდა. ეს უახლესი რუსული ტანკია, რომელიც საზოგადოებას სულ რამდენიმე დღის წინ აჩვენეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები