თეა წულუკიანი: იუსტიციის სახლების პროექტებისას დაშვებული ხარვეზების გამოსწორებას 3,5 მლნ ლარი სჭირდება

იუსტიციის სახლების მშენებლობის პროცესში წინა ხელისუფლების დროს დაშვებული ხარვეზების გამოსწორებას 3,5 მილიონი ლარი სჭირდება – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვის, თავდაცვის და საპროცედურო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.
როგორც წულუკიანმა აღნიშნა, იგი პირობას დებს, რომ ზემოაღნიშნულ თანხას მისი უწყება მოიძიებს.
“იუსტიციის სახლებს ვავითარებთ. თქვენ იცით, რომ ძალიან ბევრი პრობლემა ჰქონდა თბილისის იუსტიციის სახლს. მინდა გითხრათ, როგორც კარგი ამბავი, რომ თბილისის იუსტიციის სახლს დღეს ინფრასტრუქტურულად აქვს უფრო ნაკლები პრობლემა, ვიდრე ჰქონდა. იგივე ეხება გურჯაანის და სხვა იუსტიციის სახლებს, რომლებსაც სერიოზული ინფრასტრუქტურული პრობლემები ჰქონდა. მე გპირდებით, რომ ჩვენ მოვიძიებთ იმ 3,5 მილიონ ლარს, რომელიც წინა ხელისუფლების პირობებში ამ ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში დაშვებულ სერიოზული ხარვეზების გამოსწორებას სჭირდება. წელს და გაისად დაგვჭირდება 3,5 მილიონი ლარი, რომ მთლიანად გამოვასწოროთ ეს პრობლემები, მათ შორის თბილისის იუსტიციის სახლთან დაკავშირებული ხარვეზები”, – განაცხადა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები