დიდუბის რაიონში 5 მისამართზე სადარბაზოებში ლიფტები დამონტაჟდა
დიდუბის რაიონში 5 მისამართზე საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოებში ლიფტები დამონტაჟდა.
ცაბაძის ქ.N15-ში, აგლაძის ქ.N37-ში, ზუგდიდის ქ.N3-სა და ა.წერეთლის მე-7 და მე-13 კორპუსებში დასრულებული სამუშაოები დიდუბის რაიონის გამგეობამ 37 824 ლარით დააფინანსა. დიდუბის რაიონის გამგეობამ 2015 წლის პირველ კვარტალში ლიფტების მონტაჟის მოთხოვნით 11 განცხადება დააკმაყოფილა. პროექტების ღირებულება კი 60 526 ლარია. ლიფტების მონტაჟის სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგეობა 2015 წლის ბიუჯეტიდან 80%-ით აფინანსებს, ხოლო ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა სამუშაოების 20%-ს იხდის.