ზვიად კვაჭანტირაძე: შოკირებული ვარ იმ ჭუჭყისა და ნაგვის გამო, რაც ეს წუთია ვნახე გაგუას კლინიკის შენობაში

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გაგუას კლინიკაში არსებული ანტისანიტარიის შესახებ წერს.
დეპუტატის განცხადებით, დიღომში, გაგუას კლინიკის შენობის ყველა სართულზე ნანახი ჭუჭყისა და ნაგვის გამო შოკირებულია. „შოკირებული ვარ იმ ჭუჭყისა და ნაგვის გამო, რაც ეს წუთია ვნახე დიღომში, ე.წ. გაგუას კლინიკის შენობის ყველა სართულზე, სადაც სხვადასხვა კერძო სამედიცინო ცენტრია განლაგებული. ესეც მთავრობამ და მინისტრმა უნდა დაასუფთავოს ???? ამ შენობას მეპატრონე არ ჰყავს? ან კიდევ, ექიმი რომ გიბარებს 2 საათზე და არ გხვდება და არაფერს დაიბარებს პასუხად – ამას რა ჰქვია? როდის მივხვდებით, რომ ყველაფერზე მთავრობას პასუხი არ უნდა მოვთხოვოთ და საკუთარ თავსაც უნდა შემოვუძახოთ?“, – წერს კვაჭანტირაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები