პატრიარქმა გიორგობის დღესასწაული პრეზიდენტსა და მთავრობის წევრებს მიულოცა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ გიორგობის დღესასწაული მიულოცა მთავრობას, სამღვდელოებას, სინოდს და ყველა ადამიანს, ვინც გიორგის სახელს ატარებს. პატრიარქმა დღევანდელი დღესასწაული ასევე, განსაკუთრებით მიულოცა საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც პატრიარქის თქმით, გიორგის სახელს ატარებს. ამის შესახებ ილია მეორემ წმინდა გიორგის ხსენების დღესთან დაკავშირებით, ქაშვეთის ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც პატრირქმა ბრძანა, ჩვენ გვყავდა 12 მეფე, რომელიც გიორგის სახელს ატარებდა. პატრიარქმა მათი სულები მოიხსენია.