სახალხო დამცველის აპარატის მიერ გამოცხადებულ კონკურსში „კვირას“ ჟურნალისტმა გაიმარჯვა

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ ჟურნალისტებისთვის გამოცხადებულ კონკურსში – „კონფლიქტები და მათი ზეგავლენა ადამიანის უფლებებზე“პორტალ „კვირას“ ჟურნალისტმა მზევინარ ხუციშვილმა გაიმარჯვა და პირველი ადგილის მფლობელი გახდა.

მზევინარმა პირველი ადგილი სტატიით „საბავშვო ბაღის მუდმივი სტუმრები“ ( „ПОСТОЯННЫЕ ГОСТИ ДЕТСКОГО САДА“ ) მოიპოვა, რომელიც IWPR – “ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის” საიტზე, www. women-peace.net – ზე გამოქვეყნდა.

„დიდი მადლობა სახალხო დამცველის აპარატს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ კონკურსისთვის იმუშავა. ჩემი მიზანი ნაწილობროვ მაინც მიღწეულია, რადგან სტატიამ გულგრილი არ დატოვა ჟიურის წევრები.სამწუხაროა, რომ ჩემი სიხარული სრულყოფილი არ არის, რადგან საქმე ადამიანების უბედურებას ეხება. მინდა, ყველა ქვეყანას ვუსურვო, რომ არასდროს დევნილი და ხელგამოწვდილი ადამიანები არ ჰყავდეთ. მინდა, ძალიან მალე, ყველა საკუთარ კერას დაბრუნებოდეს. დიდი მადლობა ჩემს კოლეგებს ვინც იმუშავა ამ თემაზე. თოთოეული მათგანის ერთი წინადადებაც კი, ძალიან მნიშვნელოვანია ამ ადამიანების დასახმარებლად“, – განაცხადა მზევინარ ხუციშვილმა.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა ევროკავშირის პროექტის „სახალხო დამცველის აპარატის ხელშეწყობა“ მხარდაჭერით, ჟურნალისტებისთვის გამოაცხადა კონკურსი თემაზე: „კონფლიქტები და მათი ზეგავლენა ადამიანის უფლებებზე“.

კონსკურსის მიზანი კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის პრობლემების გასაშუქებლად ჟურნალისტთა წახალისება და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების გზებზე დისკუსიის ინიცირება იყო.

კონკურსში გამოვლენილი პირველი სამი ადგილის მფლობელები სერტიფიკატებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ, მონაწილეები კი – სიგელებითა და სამახსოვრო საჩუქრებით.

კონკურსის დაჯილდოვების ცერემონია დღეს, 11:00 საათზე სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები