ირაკლი ალასანია მამას იხსენებს: ემოციური სტატუსი…

დღეს ირაკლი ალასანიას მამის, მამია ალასანიას დაბადების დღეა. პარტია “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი აღნიშნულთან დაკავშირებით ფეისბუქზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
“დღეს, 6 მაისს, გიორგობას, არის მამაჩემის, მამია ალასანიას დაბადების დღე. 1993 წელს ჭუბერის გზით ჩემთან ერთად არ წამოვიდა, დარჩა სოხუმის ერთ-ერთ უკანასკნელ მცველად. ბევრი წლის მერე, გადმოსვენების შესაძლებლობა რომ გაჩნდა, ვიგრძენი, ხელი არ უნდა მეხლო. ის ჯერ კიდევ იქ უნდა იყოს ოკუპირებული ქალაქის მცველად. დღე არ გასულა, რომ მისგან გამხნევება და სიმტკიცე არ მეგრძნო. მეამაყება, რომ მისი სისხლი და ხორცი ვარ. გიორგობას ვულოცავ სამშობლოს ყველა მცველის ოჯახებს და მთელ საქართველოს”, – წერს ირაკლი ალასანია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები