აშშ-მ და კუბამ საბორნე მიმოსვლის გახსნა გადაწყვიტეს

აშშ-მ კუბასთან საბორნე მიმოსვლის გახსნა გადაწყვიტა, რომელიც 55 წლის წინ შეწყდა, ვაშინგტონის მიერ ჰავანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შემდეგ. ამით ობამას ადმინისტრაციამ კუბასთან ურთიერთობების ნორმალიზებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა, საბორნე მიმოსვლა ფლორიდას და ჰავანას შორის იმოქმედებს, ეს დაახლოებით 150 კილომეტრია. მუშაობის დასაწყებად სანაოსნო კომპანიებმა სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალური ნებართვა უნდა აიღონ. კომპანია United Americas Shipping Services-ის პრეზიდენტმა ჯოზეფ ჰინსონმა განაცხადა, რომ მისმა კომპანიამ ეს ნებართვა უკვე აიღო.
აპრილის დასაწყისში აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ შეერთებულ შტატებს და კუბას შორის ურთიერთობების ნორმალიზებას „მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენა“ უწოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები