დღეს წმინდა გიორგის მოწამეობრივი აღსრულების დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა დიდმოწამე გიორგის აღსრულების დღეს აღნიშნავს. ამასთან, დაკავშირებით ლიტურგია ყველა მოქმედ ეკლესიაში ტარდება. ქაშვეთის ტაძარში კი, სადაც პატრიარქი ილია მეორე უკვე მივიდა, წირვა მიმდინარეობს.

წმინდა გიორგი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში, კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით, რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს მმართველობის დროს მხედართმთავარი გახდა. ქრისტიანებზე დევნის დაწყების შემდეგ იგი იმპერატორს განუდგა. კერპთაყვანისმცემელმა რომის იმპერატორმა წმინდა გიორგის ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. უფლის შეწევნით მან მრავალი სატანჯველი, მათ შორის – ბორბალზე გაკვრა დაითმინდა. წმინდანს 303 წელს, 30 წლის ასაკში, თავი მოკვეთეს.

ეკლესია წმიდა გიორგის ხსენებას ორჯერ დღესასწაულობს: 6 მაისს – წმიდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს – მისი ბორბალზე წამების დღეს. ამ უკანასკნელ დღესასწაულს ქართული ეწოდება, რადგან სხვა ეკლესიებში საქართველოდან შევიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები