თბილისის მოსახლეობის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

თბილისის მოსახლეობის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია “თელასის” ინცორმაციით, აღნიშნულის მიზეზი დაგეგმილი სხვადასხვა სამუშაოებია.

საბურთალოს რაიონში, 09:30 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: პეკინის გამზირის, საბურთალოს, ცინცაძის, კალანდაძის, ბაგრატიონის, მიცკევიჩის და კოსტავას ქუჩების მცხოვრებლებს.
10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: კოსტავას ქუჩის მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: ნუცუბიძის, ასათიანის და ზემო დელისის ქუჩების მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: დიღმის მასივის IV კვარტლის, ლუბლიანას, ბელიაშვილის და ახმეტელის ქუჩების მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: დიღმის მასივის III, IV, V, VI მიკრორაიონების, მიქელაძის და რობაქიძის ქუჩებს.
11:00 საათიდან 14:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), გარიშვილების, კაკაბაძის, სადმელის, სამოცდამეცამეტეს, ამირანაშვილის, ველისციხის, სიხარულიძის, ჟღენტის, ჩარგლის და ურეკის ქუჩებს.
11:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ქსნის, არბოს, ვარდისუბნის, ქვიშხეთის და ღრმაღელის ქუჩების მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ვარკეთილის მასივი III მიკრორაიონის I კვარტლის, აეროპორტის დასახლების, ალექსეევკის დასახლების, ლილოს დასახლების, დავითაშვილის, შანშიაშვილის, ხვედელიანის, ქაიროს, ქიზიყის, ენუქიძის და პოლიციის ქუჩებს.
11:00 საათიდან 14:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: ვარკეთილის ზემო პლატოს მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: სამხედრო ქალაქის (ნაწილობრივ), საექიმოს გასასვლელის, კაჭარავას, წერნაკის, ჭრელაშვილის, ნავთლუღის, იუნკერთა, ჰოლბრუკის, დოდაშვილის, ყვარლის და საინგილოს ქუჩების მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონში, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ნუცუბიძის პლატოს V მიკრორაიონის, ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის III კვარტლის, ბაგების დასახლების და წყნეთის გზატკეცილის მცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ) და უზნაძის ქუჩას.
11:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ) და აბაშიძის ქუჩის მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხებათ: ბარისახოს, ულიანოვის, ანდრონიკაშვილის, ტრაპაიძის და უწერის ქუჩების მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები