კახეთში სეპარაციის ურნები დაიდგა და დასუფთავების აქცია მოეწყო
კახეთში, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ქსელის (CENN) და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამის “ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში” ფარგლებში, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით მსოფლიო რბენის ღონისძიებაზე სეპარაციის ურნები დაიდგა და დასუფთავების აქცია მოეწყო.
ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის მოხალისეებმა სხვა ნარჩენებთან ერთად სეპარირებულად მოაგროვეს 10.000- მდე პლასტმასისა და ლითონის ქილა, რომლებიც შემდგომში გადამუშავდება. ღონისძიება მიზნად ისახავდა ახალგაზრდების ჩართვას გარემოსდაცვით აქტივობაში და ნარჩენების სეპარაციის კითხით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.