პრეზიდენტი ქართველ სტუდენტებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი დღეს კავკასიის სამართლის სკოლის სტუდენტთა გუნდს შეხვდა, რომელმაც აშშ-ში ორგანიზებულ კლიენტთა კონსულტირების უნარ-ჩვევების საერთაშორისო შეჯიბრზე მეორე ადგილი დაიკავა.
გიორგი მარგველაშვილმა სტუდენტებს საერთაშორისო კონკურსში მნიშვნელოვანი მიღწევა მიულოცა და სამომავლო წარმატებები უსურვა. თავის მხრივ, შეჯიბრის ქართველმა მონაწილეებმა საქართველოს პრეზიდენტს მიღებული გამოცდილების შესახებ შთაბეჭდილებები გაუზიარეს.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, 2015 წლის 29 იანვრიდან 1 თებერვლის ჩათვლით საქართველოში კლიენთა კონსულტირების უნარ-ჩვევებში ეროვნული შეჯიბრი გაიმართა. 
ჟიურის გადაწყვეტილებით, რომელიც დაკომპლექტებული იყო ამერიკელი სპეციალისტებისაგან, საქართველოს 2015 წლის ჩემპიონად CSL-ი დასახელდა. ქართველი სტუდენტები კონკურსზე საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის თანადაფინანსებით გაემგზავრნენ. 2015 წლის 15-18 აპრილს აშშ-ში ნებრასკას უნივერსიტეტში გამართულ შეჯიბრში კავკასიის სამართლის სკოლის გუნდმა სხვა 20 ქვეყნის ეროვნულ შეჯიბრებებში გამარჯვებულ გუნდებთან ერთად მიიღო მონაწილეობა და მეორე ადგილი დაიკავა.
საქართველოს საერთაშორისო კონკურსში თამარ ფაცაცია, ნოდარ ჭიაბრიშვილი, იაგო წიტაიშვილი და მწვრთნელი არჩილ ბორჯაძე წარმოადგენდნენ.

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები