სოხუმის უნივერსიტეტში ჰოლანდიურ ანსამბლ „შლავუჯისა“ და ანსამბლ “სნოს” ერთობლივი კონცერტი ჩატარდება

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში (VII სართული) დღეს, 15:00 საათზე ჰოლანდიური ფოლკლორული ანსამბლის „შლავუჯის“ (სლავური – ბულბული) და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოლკლორულ-ინსტრუმენტალურ ანსამბლ “სნოს” ერთობლივი კონცერტი ჩატარდება.
ღონისძიების ორგანიზატორების ცნობით, ანსამბლი „შლავუჯი“ შედგება 22 მოყვარული მომღერლისგან, რომელსაც სათავეში უდგას პროფესიონალი დირიჟორი, მუსიკოსი, მრავალი არანჟირების ავტორი, სლავური მუსიკის სპეციალისტი – ივო ბოსვაიკი.
“გუნდის რეპერტუარი მოიცავს როგორც აკაპელა ნაწარმოებებს (სიმღერებს), ისე სოლო ნომრებს, დუეტებს, კვარტეტებს და ა.შ. რომელშიც შედის როგორც ქართული, ასევე შავი ზღვისა და ბალკანეთის ქვეყნების სიმღერები (ბოსნია, უკრაინა, ბულგარეთი, რუმინეთი, სომხეთი და სხვა)
ანსამბლმა ოცდაათწლიანი მოღვაწეობის მანძილზე კონცერტები ჩაატარა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. „შლავუჯის“ წევრებს განსაკუთრებულად უხარიათ საქართველოში ჩამოსვლა, რადგან ეს ვიზიტი მათთვის პირველია ჩვენს ქვეყანაში. კონცერტები გაიმართება როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში: რაჭა(ონი) და გურია (ოზურგეთი). ანსამბლი „შლავუჯი“ მეგობრობს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებულ სტუდენტურ ფოლკლორულ-ინსტრუმენტალურ ანსამბლ “სნო”-სთან (დირიჟორი ქეთევან წიკლაური). თბილისში ანსამბლ „შლავუჯისა“ და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოლკლორულ-ინსტრუმენტალურ ანსამბლ “სნოს” ერთობლივ კონცერტებს დაესწრება ჰოლანდიის დიპლომატიური წარმომადგენლობა“,-აღნიშნავენ კონცერტის ორგანიზატორები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები