საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომელმა ვერონაში გამართულ ორთაბრძოლების მსოფლიო ჩემპიონატში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სამტრედიის განყოფილების უფროსმა ცოტნე შენგელიამ 2015 წლის 1-3 მაისს იტალიის ქალაქ ვერონაში გამართულ, შერეული ორთაბრძოლების მსოფლიო ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა, რომელზეც 50 ქვეყანა იყო წარმოდგენილი. ცოტნე შენგელია არის 2012 წლის მსოფლიო თასისა და 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი. მისი სპორტული კარიერა ასევე მოიცავს შემდეგ მიღწევებს: 2000-2004 წწ. საქართველოს ხუთგზის ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობასა და სამბოში; 2001 წელი – მსოფლიო ჩემპიონ ზარბექ ბერიშვილის საერთაშორისო ტურნირი – I საპრიზო ადგილი; 2001 წელი – ევროპის ჩემპიონატი – მონაწილე; 2002 წელი – ირანი, თეირანი, აზიის ჩემპიონი. ვერონაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატში ცოტნე შენგელიამ III საპრიზო ადგილი აიღო. გამარჯვებულს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ადმინისტრაციის წარმომადგენლები და გულშემატკივრები დახვდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები