გიორგი კვირიკაშვილი: განცხადებები, რომლითაც პოლიტიკური სპეკულაცია ხდება, ეკონომიკაზე ნეგატიურად აისახება

ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მედიის წარმომადგენლებსა და პოლიტიკოსებს მოუწოდებს, რომ ეკონომიკური თემებით პოლიტიკური სპეკულაციებისგან თავი შეიკავონ. მისი თქმით, თითოეული ნეგატივი, რომელიც სივრცეში გადის, ეკონომიკაზე მნიშვნელოვნად აისახება. „მინდა ვთხოვო მედიასაშუალებს, მაქსიმალურად შეეცადონ, ამ თემით პოლიტიკური სპეკულირება არ იყოს, ვინაიდან თითოეული ნეგატივი, რომელიც სივრცეში გადის, ეკონომიკაზე ძალიან მნიშვნელოვნად აისახება.
როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთი რიგითი მოქალაქე და არა როგორც ეკონომიკის მინისტრი, ვთხოვ ჩემი ქვეყნის ყველა მოქალაქეს, რომლებიც ზოგჯერ მედიის წარმომადგენლები და ზოგჯერ პოლიტიკოსები არიან, ანგარიში გაუწიონ სიტუაციას, რომელიც არსებობს“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. ეროვნული ბანკის მიერ 2 მაისისთვის დადგენილი ოფიციალური კურსით, 1 აშშ დოლარი 2.3303 ლარი ღირს, პირველი მაისის კურსით კი, მისი ფასი 2.3327 ლარი იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები