რა საკითხები განიხილეს “ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე (ვიდეო)

კოალიცია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე, რომელიც კოალიციის ლიდერ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გაიმართა, მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის პარლამენტის მიერ ნდობის ხელახლა გამოცხადების პროცედურაზე იმსჯელეს. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, პოლიტსაბჭოს წევრებმა მიმდინარე პოლიტიკური საკითხები განიხილეს და ისაუბრეს მთავრობის წევრების საზღვარგარეთ ვიზიტებთან დაკავშირებით, რომლებიც მომავალ კვირას იგეგმება. საუბარი ასევე შეეხო რიგის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მოსამზადებელ სამუშაოებს და EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრის ორგანიზებას, რომელსაც თბილისი – 13-15 მაისს უმასპინძლებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები