თამარ ბერუჩაშვილი გერმანელ კოლეგას შეხვდება

საქართელოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი გერმანელ კოლეგას ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდება. მხარეები ორმხრივი თანამშრომლობისა და რიგის სამიტის წინ არსებული გამოწვევების შესახებ ისაუბრებენ. როგორც ბერუჩაშვილმა განაცხადა, ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს საპარლამენტო დონეზე და საგარეო საქმეთა სამინისტროს სხვა მაღალჩინოსნებთანაც გამართავს. „ვიზიტი იქნება ძალიან დატვირთული. იქნება შეხვდერები საპარლამენტო დონეზე და საგარეო საქმეთა სამინისტროში.
დღეს საქართველოს წარდგენა, ჩვენი პრიორიტეტების წარმოჩენა, იმ გამოწვევებსა და საფრთხეებზე ლაპარაკი ,რაც დღეს ჩვენს ქვეყანას და რეგიონს აქვს, ჩვენი გეგმები, განსაკუთრებით, რიგის სამიტის წინ – ეს არის ის ძალიან მოკლე მიმოხილვა, იმ ამოცანების, რომლებიც დღეს ჩემ წინაშე დგას და დარწმუნებული ვარ ვიზიტი იქნება ძალიან საინტერესო და ძალიან სასარგებლო“, – განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები