თურქეთში, მუღლას სანაპიროსთან ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 6.0 მაგნიტუდა შეადგინა,- ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სააგენტოს ცნობით, მიწისძვრა 20.41 კილომეტრის სიღრმეზე მოხდა. ეპიცენტრი ხმელთაშუა ზღვაში იყო და მეზობელ პროვინციებშიც იგრძნობოდა.
მიწისძვრას უარყოფითი შედეგები არ მოჰყოლია.