სოფლის კრებები ხობის მუნიციპალიტეტის სამ თემში ჩატარდა
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სოფლის კრებები ჩატარდა ხეთის (წინაგოლა, ოხვამეკარი, ნოჩხონე), შუა ხორგის (ყორათი, გამოღმა შუა ხორგა), თორსის (საბუკიოს უბანი, თორსა დღვაბა) თემების უბნებში. რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია, გამგებლის მოადგილეები: ბადრი ჯობავა, ედიშერ ჯობავა და გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი ავთანდილ სართანია ესწრებოდნენ. პრიორიტეტად სოფლებში სანიაღვრე არხები, გზის მოხრეშვა, სასაფლაოს გამიჯვნა ეკლესიისგან და საყანე მიწების შემოღობვა დასახელდა. სპეციალური გრაფიკის მიხედვით, სოფლის მცხოვრებთა კრებები 7 მარტს დასრულდება.