2 მაისი

10:00
NEW
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, კონფერენცია თემაზე „საქართველოს კულტურის სტრატეგია: ადამიანები. პროცესები. პრიორიტეტები“ გაიმართება.
10:30
NEW
არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციის“ ხელმძღვანელი გურამ ადამაშვილი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს და თემაზე „ნეპოტიზმის მაჩვენებელი ვარდების რევოლუციიდან დღემდე“ კვლევის პრეზენტაციას წარმოადგენს. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565.
11:30
„რეპორტიორის“ პრესკლუბში მოძრაობა „სოლიდარობის“ ხელმძღვანელი ლაშა შუკაკიძე ბრიფინგს გამართავს. თემა: გლდანის მერვე დაწესებულებაში პატიმარს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და სასჯელი დაუმატეს.
12:00
თბილისში, სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდული ცენტრის დარბაზში, ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფ „9 მაისის“ ინიციატივით, შიდა ქართლიდან ლტოლვილი მოზარდების ერთი ჯგუფის დაჯილდოება გაიმართება.
12:00
NEW
„პრაიმტაიმის პრესკლუბში უფლებადაცმველ ლაშა ჩხარტიშვილისა და „დემოკრატიის ინსტიტუტის“ სხვა წარმომადგენელთა საგანგებო ბრიფინგი გაიმართება. სახელმწიფო რეპრესიების მსხვერპლთა საქმეების შემსწავლელი საზოგადოებრივი კომისიის შექმნისა და დაზარალებულთაგან განაცხადების მიღების პროცესის დაწყების თაობაზე. ბრიფინგზე საუბარი ასევე შეეხება „რეპრესიების მსხვერპლთა მუზეუმის“ დაფუძნების საკითხს. საკონტაქტო პირი: სოფო ძიგუა 598 383 617
E1
12:00
NEW
პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე შოთა ხაბარელი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: სპორტის ახალი მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი; რატომ დატოვა თანამდებობა ლევან ყიფიანმა, დარღვევები სპორტის სამინისტროში, რა საქმეებს სწავლობს პროკურატურა; ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა – 599726565
13:00
ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, ახალი პროექტის “საზოგადო მოღვაწეთა შრიფტები” პრეზენტაცია და მოღვაწეთა პირადი საარქივო მასალების გამოფენა გაიმართება.
17:00
NEW
სპორტის სასახლეში, მსოფლიოს თასი კარატეში გაიხსნება. ღონისძიებას თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი არეშიძე დაესწრება. მისამართი: სპორტის სასახლე. საკონტაქტო პირი: ლიზა მეტრეველი 595210043
19:30
ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ – კულტურულ ცენტრში, “ევროპა დონა საქართველოს” მხარდამჭერი საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება. მისამართი: აღმაშენებლის 123/125

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები