თინა ხიდაშელი: უკვე მინისტრები ვართ, პარლამენტი ნდობას გამოგვიცხადებს თუ არა, ეს უკვე სხვა საქმეა

უკვე მინისტრები ვართ (ვოცნებობდით ამაზე თუ არა smile emoticon) და პარლამენტი ნდობას გამოგვიცხადებს თუ არა, ეს უკვე სხვა საქმეა, – ამის შესახებ თინა ხიდაშელი ფეისბუქის პირად გვერდზე წერს.
როგორც ხიდაშელი განმარტავს, კონსტიტუციის მიხედვით, მთავრობის ყველა წევრი მთავრობის წევრია, დღეს დანიშნულების ჩათვლით და ყველა ერთად მოდის პარლამენტში ნდობის მისაღებად.
“სამი ამბავი მინდა დავწერო თბილისისკენ მომავალმა smile emoticon 1. ამ სივრცეში ზუსტად ისევე დავრჩები, როგორც ვიყავი smile emoticon, შესაძლოა, ცოტა დროში დავაგვიანო ხოლმე და მაპატიეთ 2. დღეს ვთქვი უკვე მინისტრი ვარ-მეთქი და გავიგე, რომ აჟიოტაჟი გამოუწვევია. შესაძლოა, უხერხულად მოგეჩვენოთ, მაგრამ ასეა კონსტიტუციით, ჩემო ძვირფასებო. კონსტიტუცია არ ითვალისწინებს კანდიდატს, წარდგინებას და ასეთებს. უკვე მინისტრები ვართ (ვოცნებობდით ამაზე თუ არა, smile emoticon) და პარლამენტი ნდობას გამოგვიცხადებს თუ არა, ეს უკვე სხვა საქმეა. 3. მთავრობის ყველა წევრი მთავრობის წევრია, დღეს დანიშნულების ჩათვლით და ყველა ერთად მოდის პარლამენტში ნდობაზე. სულ ეს არის“, – წერს თინა ხიდაშელი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თავდაცვის, გარემოს დაცვისა და სპორტის მინისტრების დანიშვნის შესახებ ბრძანება გამოსცა. სამივე ბრძანება ინდივიდუალურადაა გამოცემული და ის 1-ელი მაისით თარიღდება. ბრძანებაში პრემიერი განმარტავს, რომ თინა ხიდაშელის თავდაცვის მინისტრად, გიგლა აგულაშვილის – გარემოს დაცვის მინისტრად და ტარიელ ხეჩიკაშვილის სპორტის მინისტრად დანიშვნა საქართველოს კონსტიტუციის 79-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე განახორციელა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები