თინა ხიდაშელი გენერალური შტაბის ხელმძღვანელს შეხვდა

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი თინა ხიდაშელი პარლამენტში დღეს გენერალური შტაბის ხელმძღვანელს ვახტანგ კაპანაძეს შეხვდა. თინა ხიდაშელის განცხადებით, დღეს მას გენერალური შტაბის ხელმძღვანელთან გაცნობითი სახის შეხვედრა ჰქონდა.
,,ეს იყო ჩემთვის გაცნობითი სახის შეხვედრა, იმიტომ რომ ბევრი რამ ხდება თავდაცვაში, გენშტაბისა და სამხედრო კუთხით, რაზეც მე ინფორმაცია არ მაქვს და ეს სწორი და ნორმალურია, რადგან სრულიად ახალი სფეროა, სადაც დეპუტატებს ხელმისაწვდომობა არ ჰქონდათ. ძალიან მნიშვნელოვანია პირველი კვირები. გაცნობითი შეხვედრები აუცილებლად იქნება. გენერალური შტაბის ხელმძღვანელი ახლა მიემგზავრება უცხოეთში და უკვე მისი ჩამოსვლის შემდეგ დავგეგმეთ სამხედრო ნაწილთან შეხვედრა.
დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ყველაზე მთავარი ამოცანა, რაც თავდაცვის სამინისტროს, მის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას აქვს, რაც შეიძლება სწრაფად გახდეს ჩვენი ქვეყანა ნატოს წევრი და რაც შეიძლება მალე მოხდეს ჩვენი ქვეყნის ინტეგრირება, მათ შორის თავდაცვისუნარიანობის თვალსაზრისით ევროკავშირში, ეს მიღწევადი იქნება. ჩვენ ერთად ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს გზა დავაჩქაროთ”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები