თუ რუსეთი სამშვიდობო მოლაპარაკებებს ჩაშლის, აშშ-ის სენატი მისთვის სანქციებს ამზადებს

სენატორ ლინდსი გრეჰემს სურს, რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესოს და რუსული ნავთობისა და გაზის მყიდველებისთვის ტარიფების დაწესებით მისი სავაჭრო პარტნიორები მასთან საქმიანი ურთიერთობისთვის დასაჯოს.

რუსეთისა და რუსული ნავთობის შემსყიდველი ქვეყნების წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სანქციების შესახებ კანონპროექტს 72 სენატორი უჭერს მხარს, ამიტომ, შესაძლოა, რუსული ნავთობის მყიდველ ქვეყნებს შეერთებულმა შტატებმა 500-პროცენტიანი ტარიფი დაუწესოს.

უკრაინასთან მინერალურ საკითხებზე შეთანხმების მიღწევის შემდეგ, გრეჰემმა განაცხადა, რომ ახალი კანონპროექტი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დახმარებას ისახავს მიზნად.

„სენატი მზადაა, ამ მიმართულებით იმუშაოს და ამას სრული დატვირთვით გააკეთებს, თუ რუსეთი არ მიიღებს საპატიო, სამართლიან და მდგრად მშვიდობას“, – განაცხადა გრეჰემმა.

მისივე განმარტებით, თუ რუსეთი უარს იტყვის სამშვიდობო შეთანხმებაზე, ან დაარღვევს შეთანხმებას, ან მოგვიანებით შეიჭრება უკრაინაში, კანონპროექტი ითვალისწინებს, პირველადი და მეორადი სანქციების დაწესებას რუსეთის და სხვა ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთს.

ის 500%-იან ტარიფს აწესებს ნებისმიერი ქვეყნიდან იმპორტირებულ საქონელზე, რომელიც რუსეთიდან ნავთობს, გაზს, ურანს და სხვა საქონელს ყიდულობს.

გრეჰემი მიიჩნევს, რომ პუტინს საბოლოოდ მოუწევს არჩევანის გაკეთება ომის დასრულების მოლაპარაკებებსა და რუსეთის ეკონომიკის განადგურებას შორის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები