პასუხი ინდოეთისთვის – პაკისტანმა ყარაჩისა და ლაჰორის რეგიონებში საჰაერო სივრცე დახურა

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პაკისტანმა უსაფრთხოების მიზნით, ყარაჩისა და ლაჰორის საჰაერო სივრცის კონკრეტული ნაწილების 31 მაისამდე დახურვის შესახებ განაცხადა.

საავიაციო ხელისუფლების განცხადება პაჰალგამის ტერორისტული თავდასხმის შემდეგ, პაკისტანსა და ინდოეთს შორის გამწვავებული დაძაბულობისა და ნიუ დელის მხრიდან საპასუხო ქმედების ფონზე გაკეთდა. მათივე განცხადებით, გადაწყვეტილება უსაფრთხოების მიზნით მიიღეს.

თუმცა, ნაწილობრივი შეზღუდვების მიუხედავად, ფრენები, სავარაუდოდ, ჩვეულ რიტმში შესრულდება.

„შეზღუდული საჰაერო სივრცე ყოველდღიურად დაიკეტება ადგილობრივი დროით დილის 4:00 საათიდან დილის 8:00 საათამდე 1 მაისიდან 31 მაისამდე“,- ნათქვამია განცხადებაში.

ასევე, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გილგიტისა და სკარდის მიმართულებით ყველა რეისი გაუქმდა

შეგახსენებთ, ინდოეთმა პაკისტანისთვის საჰაერო სივრცე მთლიანად დახურა. შეზღუდვები 23 მაისამდე იმოქმედებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები