საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უაქციზო ნაწარმის შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული კონტროლის ღონისძიებების შედეგად, 6 717 კოლოფი უაქციზო სიგარეტისა და 60 ბოთლი უაქციზო ალკოჰოლური სასმლის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-რეალიზაციის ფაქტები გამოავლინეს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული ფაქტების შესახებ საქმის მასალები, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები