„ოპერა შენს ქალაქში“ – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული საოპერო მუსიკის კონცერტი გაიმართა
საუნივერსიტეტო წიგნის ფესტივალის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ქართული საოპერო მუსიკის კონცერტი – „ოპერა შენს ქალაქში”.
თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტებმა, თსუ-ში შეასრულეს ცნობილი საოპერო არიები. კონცერტზე შედგა პრემიერა მუსიკალური ნაწარმოებისა „ოდა უნივერსიტეტს“, რომელიც 1968 წელს კომპოზიტორმა რევაზ ლაღიძემ, უნივერსიტეტის 50-წლისთავისთვის შექმნა.
სხვა მუსიკალურ ნომრებთან ერთად, საღამოზე შესრულდა „იავნანა“, რომელიც ზაქარია ფალიაშვილმა, ივანე ჯავახიშვილს მიუძღვნა.
საოპერო მუსიკის კონცერტს ესწრებოდნენ თსუ რექტორი ჯაბა სამუშია, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ ღვამიჩავა, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე კახაბერ ლაბუჩიძე, უნივერსიტეტის სტუდენტები, პროფესორები, ადმინისტრაციის თანამშრომლები.
კონცერტში მონაწილეობდნენ თსუ თეატრი „სხვენის“ წევრები, რომელთაც წარმოადგინეს ივანე ჯავახიშვილის, ზაქარია ფალიაშვილის და ქართული საოპერო სამყაროს წარმომადგენლების ურთიერთო