ბუბა კუდავა თამარ სანიკიძეს ეხმაურება

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორი ბუბა კუდავა განათლების მინისტრის თამარ სანიკიძის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება. ბუბა კუდავა მინისტრს ტყუილში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მინისტრი ყოველ სიტყვაში ტყუილს ამბობს.
როგორც ბუბა კუდავა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე აღნიშნავს, ტყუილია სანიკიძის ის განცხადება, რომ მის მძღოლს დანამატი ეძლევა.
„განათლების მინისტრი იტყუება! სულ, სულ, ყველა სიტყვაში, ყველა წინადადებაში, სიტყვებს შორის, წინადადებებს შორის, კონტექსტებში, აქცენტებში… აი, თუნდაც ეს დეტალი: დანამატი ეძლევა „მის მძღოლს“. მე არასოდეს, 2006 წლიდან დღემდე, მძღოლი არ მყოლია. ჩვენი თანამშრომელი ზაზა ჩიტიაშვილი ფაქტობრივად დღე და ღამე (!), ხშირად შაბათ-კვირის ჩათვლით, ემსახურება მთელ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს – 110 თანამშრომელს, 10 დეპარტამენტს, ყველა პროექტს და ღონისძიებას… და ის ერთია, ერთადერთი და შეუცვლელი (!) ყველა ჩვენგანისთვის, დაუზარელი და უერთგულესი – მთელი კოლექტივისთვის, მთელი ცენტრისთვის. პარალელურად არის, ფაქტობრივად: კურიერი, მტვირთავი, გამოფენის ორგანიზატორი… აი, ასეთი ადამიანების წახალისება არ შეიძლება თურმე. განათლების მინისტრს ასეთი საქმეებისთვის სცალია რატომღაც. სხვა ყველაფერი წესრიგშია ალბათ! ნამდვილ მიზეზებს ჰგონიათ ვერავინ ხვდება???“ – წერს კუდავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები