1 მაისი
10:00
მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მინისტრების ახალ კანდიდატურებს წარადგენს.
მიმდინარეობს
10:00
“ჰოლიდეი ინნ-ში” ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი ანგარიშის – “სურსათის უვნებლობის სახელმწიფო რეგულირება: საქართველოს ხელისუფლების მიერ 2014 წელს გაწეული საქმიანობის შეფასება” წინასწარი ვერსიის პრეზენტაციას გამართავს.
მიმდინარეობს
10:00
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, მეხუთე საერთაშორისო კვლევითი კონფერენცია გაიხსნება. თემა: “განათლება ინგლისურ ენაში, მისი სწავლების მეთოდიკა და ინგლისურენოვანი ლიტერატურა”. მისამართი: დავით აღმაშნებლის ხეივანი, მე-13 კმ №2 საკონტაქტო ნომერი: 99 51 18 50
10:15
მთავარ პროკურატურაში, “ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაცია” განცხადებას შეიტანს. მოთხოვნა: მთავარმა პროკურატურამ დაიწყოს გამოძიება ბრალდებულ ირაკლი ბუკიას მიმართ შესაძლო ძალადობის და წამების ფაქტთან დაკავშირებით.
10:30
პორტალ „კვირას“ პრესკლუბში სპორტის სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი დოლაბერიძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: დაპირისპირებები სპორტის სამინისტროსთან და აისახება თუ არა მიმდინარე პროცესები ოლიმპიურ ფესტივალზე. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599 72 65 65.
E1
10:30
პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება. ქუთაისი, ბიუროს სხდომათა დარბაზი
11:00
„ქორთიარდ მერიოტში“, „დასაქმების სააგენტო HR” (www.hr.ge) ღონისძიებას სახელწოდებით „დასაქმების ფორუმი 2015“ გამართავს.
11:00
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, თბილისის მე-9 საჯარო სკოლას ეწვევა და რეაბილიტირებული სამედიცინო კაბინეტის ფუნქციონირებას და სკოლის ექიმის საქმიანობას პირადად გაეცნობა. მისამართი: სააკაძის ქ. 29 (ნაძალადევის რაიონი, დადიანის ქუჩის პარალელური ქუჩა ასახვევი მეტრო ნაძალადევის მეტრომდე, თი-ბი-სი ბანკთან) საკონტაქტო პირი: ნათია პაპავა 577173325
11:00
პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ექსპერტი მამუკა არეშიძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: მინისტრთა კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადება, პროცედურები და რა პრობლემები შეიძლება შეიქმნას, თუ კანდიდატებზე შეთანხმება ვერ შედგა. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599 72 65 65
11:00
ბოტანიკურ ბაღში, თბილისის მერი დავით ნარმანია, თბილისის ბოტანიკურ ბაღის სტატუსის მინიჭებიდან 170 წელთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრება. მისამართი: ბოტანიკურის ქ№1
11:00
„რეპორტიორის“ პრესკლუბში „პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელი“ დავით ფერაძე ბრიფინგს გამართავს. თემა: მოთხოვნა პარლამენტს და პრემიერს – არ დაუშვან განახლებულ მთავრობაში თამარ სანიკიძე.
11:00
პარლამენტის პლენარული სხდომა გაიმართება. ქუთაისი, პლენარულ სხდომათა დარბაზი
11:00
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, ევროპის პარლამენტის წევრს, ევროპის პარლამენტში საქართველოზე მომხსენებელს ანდრეს მამიკინსს შეხვდება. ქუთაისი, პარლამენტის თავმჯდომარის სათათბირო ოთახი
11:00
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და ტელე-სტუდია “ინკოგნიტოს” ერთობლივი ღონისძიება გაიმართება, რომელიც ჟურნალისტ ნუგზარ რუხაძის 73 წლის იუბილეს ეძღვნება და ფილმის – “პატარა საქართველო ბარსელონაში” ჩვენება მოეწყობა. მისამართი: გუდიაშვილის ქ. №7
11:30
“პირველ პრესკლუბში” ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში ვალერი გელბახიანი, სამთავრობო ცვლილებებთან და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
E1
11:30
„რეპორტიორის“ პრესკლუბში კოალიცია „ერთსულოვნების“ თავმჯდომარე მიხეილ ანდღულაძე სპეციალურ ბრიფინგს გამართავს. თემა: სახელმწიფო სამოქმედო სტრატეგიული გეგმა – დოკუმენტი, რომელიც მეცნიერებათა აკადემიაში იქნა განხილული – დახმარების ხელი ხელისუფლებას.
11:30
“პირველი რადიოს” რადიოკლუბის სტუმარი პაატა დავითაია იქნება. თემა: მთავრობის დაკომპლექტება, საარჩენო კოდექსი და ვადამდელი არჩევნები.
12:00
“პირველ პრესკლუბში” „ახალი მემარჯვენეების“ პოლიტიკური მდივანი მანანა ნაჭყებია, სამთავრობო ცვლილებებთან და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
12:00
კულტურის სამინისტროში, პროექტის „მცოცავი საზღვარი“ შესახებ პრესკონფერენცია გაიმართება, რომლითაც საქართველო ვენეციის ხელოვნების საერთაშორისო ბიენალეზე წარდგება. პრესკონფერენციას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ვენეციის ხელოვნების საერთაშორისო ბიენალეს კომისარი ანა რიაბუშენკო და პროექტის „მცოცავი საზღვარი“ ავტორები გაუძღვებიან.
12:00
“პრაიმტაიმის” პრესკლუბში ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: სამთავრობო ცვლილებები.
12:00
“რედისონში ” “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – „აფბა“ პროექტ „განავითარე ბიზნესის“ შუალედურ შედეგებს შეაჯამებს. საკონტაქტო პირი: სალომე ტორჩინავა 557 75 65 33
12:00
„რეპორტიორის“ პრესკლუბში „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია“ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავს.
12:00
“მართლმსაჯულების სახლში”, პრეზიდენტის ფონდიდან დაფინანსებული იუსტიციის უმაღლესი სკოლის პროექტთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართება, რომელსაც გიორგი მარგველაშვილი დაესწრება. (მედიის წარმომადგენლები 11 საათზე ადგილზე უნდა იყვნენ) მისამართი: ნოდარ ბოხუას ქ. №19 (დიღმის მასივი, ღუდუშაურის კლინიკის უკანა შესასვლელთან)
12:30
” პრაიმტაიმის” პრესკლუბში ექსპერტი ნიკა ლალიაშვილი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: სამთავრობო ცვლილებები და ჯავახეთსა და პანკისში შექმნილი მდგომარეობა.
12:30
„რეპორტიორის“ პრესკლუბში „პროფესიული განათლების პროფკავშირის“ თავმჯდომარე ბრიფინგს გამართავს. თემა: „ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში განვითარებული მოვლენები – მინისტრი სანიკიძე უნდა გადადგეს!“
E1
16:00
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეგობართა საზოგადოება, ცენტრის მხარდასაჭერად იკრიბება.