აფხაზეთში რუსი სამხედროების წვრთნები მიმდინარეობს (ვიდეო)

აფხაზეთში მყოფმა რუსეთის საოკუპაციო ჯარის შენაერთებმა წვრთნები გამართეს. მე-7 სამხედრო ბაზის სამხედროები 9 მაისის აღლუმისთვის ემზადებიან, რომელიც სოხუმში ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლის იუბილის აღსანიშნავად გაიმართება.
როგორც სააგენტო „სპუტნიკს“ მე-7 სამხედრო ბაზის მეთაურის მოადგილემ განუცხადა, აღლუმის მოსამზადებელი წვრთნები ყოველდღე მიმდინარეობს. სააგენტო იუწყება, რომ აღლუმში რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის, სასაზღვრო ჯარების სამხედროები, ასევე აფხაზეთის ე.წ. შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. თავად აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მარიონეტული ხელისუფლების ლიდერები რაულ ხაჯიმბა და ლეონიდ თიბილოვი 9 მაისს მოსკოვში იქნებიან, სადაც წითელ მოედანზე სამხედრო აღლუმს დაესწრებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები