ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 54-ე შეხვედრა გაიმართა

შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი შალვა ენუქიძე და დეპარტამენტის წარმომადგენლები ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 54-ე შეხვედრას დაესწრნენ.
საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე რამდენიმე საკითხი დააყენეს: მხარეებმა ოკუპაციის ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ გავლებული მავთულხლართების შედეგად გამოწვეული პრობლემები და ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილების საკითხები განიხილეს. ასევე ისაუბრეს დავით ბაშარულის გარდაცვალების საკითხთან დაკავშირებით, რაზეც ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ გამოძიება დასრულებულია, ექსპერტიზის მასალები არის საგამოძიებო საქმეში, რომელსაც 2 კვირის განმავლობაში გარდაცვლილის მშობლებს გადასცემენ.
შეხვედრაზე ასევე შეეხნენ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდში უგზო-უკვლოდ გაუჩინარებულ პირების და რომან შიტიკოვის გაუჩინარების საკითხს. აღნიშნულთან დაკავშირებით მიღწეული იქნა შეთანხმება, რომ IPRM-ის მომავალ შეხვედრამდე მოხდება ოსურ მხარესთან იმ პიროვნებების შეხვედრა, რომლებიც ამ საკითხის შესახებ არიან ინფორმირებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები