წიგნის „შემოდგომის ლეგენდა 2014“ პრეზენტაცია გაიმართება

დღეს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წიგნის „შემოდგომის ლეგენდა 2014“ პრეზენტაცია გაიმართება. სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კომპანია „ჯეოსელის“ ერთობლივი პროექტია, რომლის მიზანიც ნიჭიერი თაობის აღმოჩენა და მათთვის გზის გაკვლევაა. ილუსტრირებული წიგნი 10 ფინალისტის და ონლაინმარათონის გამარჯვებულის მიერ კონკურსის იმპროვიზაციულ ტურზე შექმნილ ნაშრომებს და ავტობიოგრაფიებს მოიცავს. წიგნი დაჯილდოებაზე მისულ ყველა სტუმარს საჩუქრად გადაეცემა.
ღონისძიებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა და საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა დაესწრებიან. პირველი ლედი „შემოდგომის ლეგენდის“ ფარგლებში დაგეგმილ კიდევ ერთ პროექტში ჩაერთო, რომელსაც ორგანიზატორები გამომცემლობა „ინტელექტის“ მხარდაჭერით განახორციელებენ. ახალი პროექტის დეტალები პრეზენტაციაზე გაჟღერდება. 2014 წელს კონკურსის იმპროვიზაციული ტური კახეთში, იუსტიციის სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე ჩატარდა. კონკურსანტებმა ჟიურის მიერ მიწოდებულ თემაზე – „ჩემოდანი და მასში ჩალაგებული 5 ნივთი“, თორმეტი საათის განმავლობაში ახალი ნაშრომები შექმნეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები