დოკუმენტური ფილმის – „კასაბლანკა გვიხმობს“ ჩვენება გაიმართება

30 აპრილს, 18:00 საათზე, „ფრონტლაინ ჯორჯია კლუბში“ დოკუმენტური ფილმის – „კასაბლანკა გვიხმობს“ ჩვენება გაიმართება. ფილმის რეჟისორი როზა როჯერსია. ფილმის ერთჯერადი ჩვენების ლიცენზია „ფრონტლაინ კლუბს“ გადაეცა ლონდონის „ფრონტლაინ კლუბის“ საერთაშორისო პარტნიორობის პროექტის ფარგლებში. ჩვენების შემდეგ შედგება დისკუსია. ფილმის რეჟისორი დისკუსიაში ჩაერთვება სკაიპის საშუალებით. დისკუსიის მოდერატორი: თამარ გურჩიანია. მაროკოში, მსოფლიოში პირველი ქალი მუსულმანი ლიდერები იწყებენ მოქმედებას თავიანთი ქვეყნის შესაცვლელად – ისლამის სწავლების გზით ისინი ცდილობენ ქალების გაძლიერებას და იმ დამოკიდებულების ეჭვქვეშ დაყენებას, რომლიც კვებავს ექსტრემიზმს. „Casablanca Calling“ – ს შევყავართ ჩუმი სოციალური რევოლუციის გულში, რომლის წინა ხაზზე ქალები არიან.
ქვეყანაში, სადაც ქალების 60% არასდროს ყოფილა სკოლაში, ახალმა თაობამ დაიწყო მუშაობა, როგორც მორჩიდატმა. ქვეყნის ყველაზე ღარიბ თემებთან მუშაობით და ისლამის ნამდვილი სწავლების გამოყოფით ზოგიერთი ცრურწმენებისგან, რომელიც გამომდინარეობს დიდწილად კონსერვატიული კულტურისგან, მორჩიდატები მუშაობენ იმისთვის, რომ ხელი შეუწყონ გოგონების განათლებას და აწარმოონ ადრეულ ასაკში ქორწინების საწინააღმდეგო კამპანია. ისინი, ასევე ცდილობენ წაახალისონ ახალგაზრდები უფრო პროგრესული მაროკოს ასაშენებლად, რაც თავისთავად ეწინააღმდეგება ახალგაზრდა ადამიანების მისწრაფებას და პრაქტიკას – დატოვონ ქვეყანა და იცხოვრონ დასავლეთში. პირადი ისტორიების, ოჯახური დრამების და ყოველდღიურ ცხოვრების მეშვეობით, „Casablanca Calling“ გვთავაზობს უნიკალურ პერსპექტივას ქალთა ცხოვრებაზე თანამედროვე მაროკოში. ის მოგვითხრობს თავდადებული ადამიანების, სოციალური ცვლილებების და წმინდა მისიის ისტორიას. ფილმი ნაჩვენები იქნება ინგლისური სუბტიტრებით. დასწერება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები