მიხეილ გიორგაძე 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროგრამის საორგანიზაციო კომიტეტს წარადგენს

2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროგრამას სპეციალური საორგანიზაციო კომიტეტი შეიმუშავებს. მის წევრებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორი მედეა მეტრეველი დღეს კულტურის სამინისტროში წარადგენენ.
საორგანიზაციო კომიტეტის მუშაობასა და პროექტის განხორციელებას კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე უხელმძღვანელებს. კომიტეტის მუშაობაში კულტურის სამინისტროს გარდა აქტიურად იქნებიან ჩართული საგარეო საქმეთა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ფინანსთა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროები, რომლებიც კომიტეტში შესაბამისი მინისტრების მოადგილეებით იქნებიან წარმოდგენილი. ისინი პროგრამის დაგეგმარებასთან და განხორციელებასთან დაკავშირებული რიგი ტექნიკური, საორგანიზაციო და უწყებათაშორისი საკითხების გადაჭრას უზრუნველყოფენ.
კომიტეტის მუშაობაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი როლი ეკისრება მრჩეველთა 12 წევრიან საბჭოს, რომელიც ძირითადად სახელოვნებო და სამეცნიერო ორგანიზაციების ხელმძღვანელებითა და სპეციალისტებით არის დაკომპლექტებული და პროგრამის კონცეფციასა და დაგეგმარებაზე იმუშავებს.
2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტს ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორი მედეა მეტრეველი უხელმძღვანელებს. კულტურის სამინისტროსთან და მრჩეველთა საბჭოსთან შეთანხმებით, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ბაზაზე დაკომპლექტდება სპეციალური სამუშაო ჯგუფები, რომლებიც უზრუნველყოფენ პროექტის როგორც შინაარსობრივ, ასევე ტექნიკურ მხარეს და ხელმძღვანელობას გაუწევენ საპატიო სტუმარი ქვეყნის პრეზენტაციის დაგეგმარებას და განხორციელებას. 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმარი ქვეყნის პროგრამით საქართველო ინდონეზიის, ნიდერლანდისა და საფრანგეთის შემდეგ წარდგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები