ებრაული დრამატურგიის კრებულში შესული პიესის -„ცხოვრების ჭაპანი“ საჯარო კითხვა გაიმართება

29 აპრილს, 20:00 საათზე, „კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრში“ თანამედროვე დრამატურგიის სერიით გამოცემული და ებრაული დრამატურგიის კრებულში შესული პიესის „ცხოვრების ჭაპანი“ საჯარო კითხვა გაიმართება, რომლის ავტორი ხანოხ ლევინია, რომელმაც ებრაული დარამატურგიის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა და სახელი მთელ მსოფლიოში გაითქვა.
პიესას წაიკითხავენ „კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრის“ მსახიობები: ანა თალაკვაძე, თოჯინა ეროსი, ელიზბარ ჩხეიძე და ბექა პაიკიძე. მონაწილეობენ: ირაკლი ხოშტარია, ხატია მანჯავიძე და თეა ბახტაძე. პიესა მამუკა ბუცხრიკიძემ თარგმნა.
ხანოხ ლევინი 1943 წლის 18 დეკემბერს თელ-ავივში დაიბადა. სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგ სწავლობდა ებრაულ ლიტერატურასა და ფილოსოფიას თელ-ავივის უნივერსიტეტში. მისი დრამატურგიული ქმნილებები გამოირჩევა მძაფრი სარკაზმითა და ეპატაჟური სცენებით, რის გამოც რამდენიმე პიესა სცენაზე მხოლოდ ცენზურის გავლის შემდეგ დაიდგა. ხანოხ ლევინმა სულ 63 პიესა დაწერა, რომელთაგან 22 თავად განახორციელა. „ცხოვრების ჭაპანი“, რომელიც ობივატელის ნაცრისფერ ყოფას ასახავს, პირველად 1989 წელს დაიდგა და მას შემდეგ არაერთ თეატრში განხორციელდა. გამომცემლობა „არტანუჯისა“ და „კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრის“ ერთობლივი პროექტი „ვკითხულობთ თანამედროვე დრამატურგიას“ 2014 წლის 19 თებერვლიდან ამოქმედდა და ამ დროის განმავლობაში ექვსი საჯარო კითხვა მოეწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები