ნინო გვენეტაძე ბრიტანეთის ელჩს შეხვდა

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე საქართველოში დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს ელჩს ალექსანდრა ჰოლს შეხვდა. ელჩმა თავმჯდომარეს საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დამტკიცება მიულოცა და მადლობა გადაუხადა შეხვედრისთვის. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებით, სასამართლო სისტემა, მისი ხელმძღვანელობით ატარებს ღია კარის პოლიტიკას, რომელიც ითვალისწინებს ფართო თანამშრომლობას სახელმწიფო ორგანოებთან, არასამთავრობო სექტორთან თუ დიპლომატიურ კორპუსთან, რათა მიღწეული იქნეს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების იდეა.
ელჩის განცხადებით, დიდი ბრიტანეთი დაინტერესებულია ქმედითი დახმარება გაუწიოს ქართულ სახელმწიფოს ინსტიტუციური რეფორმების განსახორციელებლად, მათ შორის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს კანონის უზენაესობის იდეის მხარდაჭერა. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ელჩს ესაუბრა იმ ცვლილებების შესახებ, რომელიც მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და საერთო სასამართლოების სისტემაში უნდა განხორციელდეს. ნინო გვენეტაძემ ყურადღება გაამახვილა მოსამართლეთა დისციპლინური სამართალწარმოების პროცესის გააქტიურების, მოსამართლეთა შორის თვითშეფასებისა და თვითანგარიშგების დამკვიდრების აუცილებლობის, საქმეთა ელექტრონული განაწილების წესზე. შეხვედრის ბოლოს გამოითქვა ორმხრივი სურვილი მომავალ თანამშრომლობაზე სამართლებრივი პროექტების ფარგლებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები