28 აპრილი

10:00
NEW
თბილისის იუსტიციის სახლში, სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რიგით მე-16 სხდომა გაიმართება.
11:00
ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, გაზეთ “საქართველოს დემოგრაფია” პრეზენტაცია გაიმართება.
11:00
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, საქველმოქმედო ორგანიზაცია სწავლის ხელშეწყობის ფონდსა და შპს „ქართული ლუდის კომპანიას“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. მისამართი: ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, რექტორატი.
11:00
„რედისონში” საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებისა და დონორების შეხვედრა გაიმართება, რომელზეც საჯარო ადმინისტრირების რეფორმის შესახებ იმსჯელებენ.
11:00
NEW
“პირველ პრესკლუბში” საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ანი მიროტაძე, მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
E1
11:30
NEW
“პირველ პრესკლუბში” ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ სპეციალურ ბრიფინგს გამართავს და 2004-2014 წლებში, მოქალაქეების მიერ სახელმწიფოს სასარგებლოდ დათმობილი ქონებების შესახებ განხორციელებული მონიტორინგის შედეგებს წარმოადგენს. მისამართი: წერეთლის გამზ. 116, ბიზნეს ცენტრი „დიდუბე პლაზა“, მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ცაბო გუგუნაშვილი 599 01 03 44
11:45
NEW
“რედისონიის” #6 საკონფერენციო დარბაზში, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით, შეხვედრა სოლიდარობის ფონდისა და კერძო სექტორის თანამშრომლობასთან დაკავშირებით გაიმართება.
12:00
განათლები სამინისტროსთან, სკოლამდელი ბავშვების მშობლები, მშვიდობიან საპროტესტო აქციას გამართავენ. მოთხოვნა: “დღეების გამო ჩვენს შვილებს სკოლის გარეთ ნუ დატოვებენ და ერთ წელს ნუ დააკარგვინებენ”. საკონატაქტო ნომრები: 577 42 89 89 თინიკო; 558 11 55 11 ქეთი; 579 45 55 88 ქეთი
12:00
“მარშალ პრესის” კლუბის სტუმარი: დიმიტრი ლორთქიფანიძე იქნება. თემა: პოლიტპატიმართა სიები და მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. მისამართი: ზ.ფალიაშვილის 14 საკონტაქტო ნომრები: 577 93 08 04; 599 88 37 82
13:00
„თბილისი 2015“-ის მოხალისეები, ფეხბურთის ეროვნულ ფედერაციასთან თანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებენ. მისამართი: ოლიმპიური კომიტეტი, მაჩაბელის 11.

13:00
NEW
თეთრიწყაროს რაიონის სოფელ სამღერეთში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, პარლამენტის განათლების კომიტეტის წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ახალ საჯარო სკოლას გახსნიან.
17:00
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ილია აბულაძის საგამოფენო დარბაზში, ახალი გამოცემის “საბაწმინდური ოთხთავი, პალიმფსესტი“ და ახალი პროექტის ,,ქართული პალიმფსესტები (ალბომი-კატალოგი, მონაცემთა ბაზა)” პრეზენტაცია გაიმართება. ასევე, პირველად გამოიფინება ცენტრში დაცული უძველესი პალიმფსესტები (V-IX სს).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები