გლდანში საბავშო ფესტივალი „გაზაფხულის ფერია“ გაიმართა

გლდანის რაიონის გამგებლის ბესიკ ქარცივაძის ინიციატივით და თანადგომით, „გლდანის პარკში“ საბავშვო ფესტივალი „გაზაფხულის ფერია“ გაიმართა, სადაც გლდანის რაიონში არსებული 22 საბავშვო ბაგა-ბაღის აღსაზრდელებმა მიიღეს მონაწილეობა. ფესტივალი სამ ეტაპად დაიყო და თითოეულში რამდენიმე საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა თავიანთი შემოქმედება და შესაძლებლობები გამოავლინეს. ფესტივალს უძღვებოდნენ 205-ე საბავშვო ბაგა-ბაღის და ბაგა-ბაღ „ხუთკუნჭულას“ დირექტორები: ია პატეიშვილი და იაგო მაისურაძე. საპატიო სტუმრად მოწვეული იყო ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელძღვანელი თემურ თორდინავა. ფესტივალის ყველა ეტაპს დაესწრო და აღსაზრდელებს, მშობლებს, პედაგოგებს და სტუმრებს სიტყვით მიმართა გლდანის რაიონის გამგებელმა ბესიკ ქარცივაძემ. მან განაცხადა, რომ საბავშვო ფესტივალი „გაზაფხულის ფერია“ ტრადიციულ ხასიათს მიიღებს და ყოველწლიურად აპრილის თვეში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები