გრიბოედოვის თეატრში თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი ჯუზეპე ვერდის „რეკვიემს“ წარმოადგენს

30 აპრილს, 20:00 საათზე, გრიბოედოვის თეატრში, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი ჯუზეპე ვერდის „რეკვიემს“ წარმოადგენს. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ შესანიშნავი მომღერლები, თბილისის ოპერის თეატრის წამყვანი სოლისტები: თეა დემურიშვილი, თეიმურაზ გუგუშვილი, ლეგი იმედაშვილი. სპეციალურად ამ კონცერტისათვის იტალიიდან ჩამოვიდა ცნობილი ქართველი სოპრანო იანო თამარი და ბელგიის სამეფო ოპერის თეატრის მთავარი დირიჟორი დიმიტრი იუროვსკი. აღსანიშნავია, რომ მაესტრო იუროვსკი არის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მფარველთა საბჭოს წევრი. ეს მისი მეორე კონცერტი იქნება საქართველოში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები