„საბაწმინდური ოთხთავი, პალიმფსესტის“ და „ქართული პალიმფსესტების“ პრეზენტაცია გაიმართება

28 აპრილს, 17:00 საათზე, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ილია აბულაძის საგამოფენო დარბაზში ახალი გამოცემის „საბაწმინდური ოთხთავი, პალიმფსესტი“ და ახალი პროექტის „ქართული პალიმფსესტები (ალბომი-კატალოგი, მონაცემთა ბაზა)“ პრეზენტაცია გაიმართება. ათეული წლების განმავლობაში, ასევე, პირველად გამოიფინება ცენტრში დაცული უძველესი პალიმფსესტები (V-IX სს). ალბომი გამოიცა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით.
პროექტის ფინანსური მხარდამჭერია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი. წიგნში მოცემულია მათეს და ლუკას ხანმეტი სახარების ფრაგმენტები. მკვლევარის აზრით, ტექსტი მეხუთე საუკუნისაა და გადაწერილია საბაწმიდის ლავრაში. პროექტის მიზანი ხელნაწერთა ეროვნული ცეტრის ქართულ ფონდში პალიფსესტების შემცველი ხელნაწერების მოძიება, წინასწარ შედგენილი სქემით მათი კატალოგიზაცია, სპეციალური აპარატურით ფოტოგადაღება-დიგიტალიზაცია და ალბომ-კატალოგის მომზდება, პალიმსფესტების მონაცემთა ელექტრონული ბაზის შექმნა და მასში დიგიტალიზებული მასალის განთავსებაა. პალიმფსესტების შესწავლა მეცნიერებს საშუალებას მისცემს, დააკვირდნენ და გაეცნონ არა მხოლოდ უძველეს თარგმანებს, არამედ კარგად გაიაზრონ ქართული დამწერლობისა და ქართული ენის განვითარების პერიპეტიებიც. ივანე ჯავახიშვილიდან მოყოლებული, მკვლევარების დაინტერესება პალიმფსესტებით საკმაოდ დიდი იყო. მუხედავად ამისა, დღემდე არ არსებობს სრული კატალოგი, რომელიც ასახავდა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საცავში დაცულ ყველა პალიმფსესტურ ფურცელს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები