გალერეა „ვერნისაჟი“კინოს დაბადების 120 და ვან გოგის თვითმკვლელობის 125 წლისთავს გამოფენას უძღვნის
28 აპრილს, 19:00 საათზე, გალერეა „ვერნისაჟში“გამოფენა „სამმაგი ექსპოზიცია“ გაიმართება. 1874 წელს პარიზში, კაპუცინების ბულვარზე, იმპრესიონისტების პირველი გამოფენა მოეწყო. 1895-ში კი ძმებმა ლუმიერებმა აქვე პირველი კინოსეანსი გამართეს. ამიერიდან ეს დღე კინემატოგრაფის დაბადების დღედ ითვლება. გამოფენა „სამმაგი ექსპოზიცია“, სამი კინორეჟისორის – თემურ კულიანის, ზეზვა არჩემაშვილის და ლევან ვარაზის ფერწერული ნამუშევრების მესამე თბილისური გამოფენაა. რეჟისორების ნახატები მათივე ფილმების ფონზე იქნება ექსპონირებული. გალერეა „ვერნისაჟი“ ამ გამოფენას კინოს დაბადების 120 და ვან გოგის თვითმკვლელობის 125 წლისთავს უძღვნის.