წალენჯიხაში ლიტერატურული მარათონი „თუთა“ გაიმართება

27, 28, 29 აპრილს, წალენჯიხის რაიონის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით ლიტერატურული მარათონი „თუთა“ გაიმართება. ლიტერატურულ მარათონში ათი პროზაიკოსი მონაწილეობს. მათ სამი დღის განმავლობაში, მიცემულ თემაზე უნდა შექმნან პროზაული ნაწარმოები. მარათონის ფორმატით ასევე ჩატარდება ლიტერატურული საღამოები, მსახიობების: ქალბატონ ელდინო საღარაძის და ზურა ყიფშიძის მასტერკლასი მოსწავლე – ახალგაზრდობისათვის, ასევე დაგეგმილია კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახემწიფო თეატრის სპექტაკლი „ART ხელოვნება“. ავტორთა ნაწარმოებებს კრებულის სახით გამომცემლობა „უსტარი“ გამოსცემს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები