„სიკეთე ყოველთვის მოდაშია“ – ქართველი დიზაინერების ნამუშევრების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
ქალთა ფონდი საქართველოში, ევროპის სახლის მხარდაჭერით საქველმოქმედო პროექტს „სიკეთე ყოველთვის მოდაშია“ ახორციელებს და ქართველი დიზაინერების ნამუშევრების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვას აყობს. გამოფენაზე შეგროვებული თანხა სრულად მოხმარდებათ ორგანიზაციის „გადარჩენილები მომავლისთვის“ ბენეფიციარებს, კერძოდ კი ძალადობის მსხვერპლ ქალებს.
„მოგეხსენებათ, რომ ქალთა მიმართ ძალადობა საქართველოში ისევ ერთ-ერთ უმწვავეს პრობლემად რჩება. ქორწინებაში მყოფი ყოველი მეთერთმეტე ქალი ფიზიკური ძალადობის მსხვერპლია. 2014 წელს 25-ზე მეტი ქალია მოკლული. ამ პრობლემის წინააღმდეგ საბრძოლვევლად მნიშვნელოვანი და აუცილებელია საზოგადოების ყველა ჯგუფის აქტიური ჩართულობა. ქართველ დიზაინერებს გაუჩნდათ სურვილი, შემოგვიერთდნენ, თავიანთი წვლილი შეიტანონ ძალადობის მსხვერპლთა დახმარებაში და მაგალითის მიმცემნი გახდნენ სხვებისთვის.“
საქველმოქმედო გამოფენა – გაყიდვაში მონაწილეობს ოცდაათზე მეტი ქართველი დიზაინერი: დათუნა სულიკაშვილი, გიორგი შაღაშვილი,ზალიკო ბერგერი, ლაკო ბუკია, აკა ნანიტაშვილი, გიორგი ქებურია, იკა ბობოხიძე, თეონა თავართქილაძე, თამარა ხოშტარია, უტა ბექაია, ნინო იოსავა, ქეთევან მაისაია, ჯიჯი რეჯინი, ქეთი ყიფშიძე, ანუკა ქებურია, მუსია ქებურია, ლევან ამაშუკელი, მაღაზია ო, მოდა მოდა, Paris-Tiflis, რატი ბაქრაძე, ნიკა სახანბერიძე, მაია სუმბაძე, ეკა ასათიანი, ლია ბაგრატიონი, დინა ოგანოვა, ნინი ფალავანდიშვილი, ოთო მგალობლიშვილი, ნინო დარასელი, Fashion Workshop T@T, Birdy Bar/Restaurant.
გამოფენა 28 აპრილს, 19:00 საათზე ევროპის სახლში გაიხსნება და 30 აპრილამდე გაგრძელდება.