27 აპრილი
10:00
საგარეო საქმეთა სამინისტროში, ტრადიციული ბრიფინგი გაიმართება.
10:00
NEW
ა/ო “იდენტობის” ოფისში, ორგანიზაციის ადვოკატი ინგა არახამია, მასზე განხორციელებულ ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას გააკეთებს.
11:00
„რეპორტიორის“ პრესკლუბში „ახალგაზრდული ცენტრის“ ხელმძღვანელი ზურა ქადაგიძე ბრიფინგს გამართავს. თემა: 15 ივნისის საქმეზე ზონდერების, ამჟამად მოქმედი პოლიციელის ფოტოების გასაჯაროება, ორგანიზაციის ახალი კამპანია და გეგმები.
11:00
NEW
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ასოციაცია „ქართული ღვინო“ წარმომადგენლები, ძვ.წ. VI ათასწლეულით დათარიღებულ არქეოლოგიურ აღმოჩენებს ქვემო ქართლში (სოფ. იმირი) დაათვალიერებენ.
11:30
„რეპორტიორის“ პრესკლუბში „პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე ბრიფინგს გამართავს. თემა: ახალაიას ექსტრადიცია, პოლიტპატიმართა საქმეები, ადეიშვილის საქმე.
E1
12:00
“პირველ პრესკლუბში” „თავისუფალი თაობის“ ხელმძღვანელი ლადო სადღობელაშვილი, “ნაციონალური მოძრაობის” მიერ, ორგანიზაციის სახელზე შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით, სპეცილურ განცხადებას გააკეთებს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
12:00
„რეპორტიორის“ პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ელისო ჩაფიძე, მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავს.
12:30
“პირველ პრესკლუბში” ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა, ლარის კურსი. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
12:30
„რეპორტიორის“ პრესკლუბში “გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” წევრი გიორგი ახვლედიანი ბრიფინგს გამართავს. თემა: ლუკაშენკოს ვიზიტი – მოსკოვი თბილისთან მოლაპარაკებებისთვის მზადაა, 26 მაისის ღონისძიებები.
13:00
თავისუფალ უნივერსიტეტს „შეხვედრის საბა-ბი“ ეწვევა, „საბას“ ნომინანტი, მთარგმნელი და პუბლიცისტი ლევან ბერძენიშვილი საჯარო ლექციას, თემაზე: „რას გვაძლევს მხატვრული ლიტერატურა?“ წაიკითხავს.
13:00
“პირველ პრესკლუბში” საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი გუგული მაღრაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
13:00
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტი შენობის უკანა მხარეს, აქცია “ჩემი რეპრესია, შენი რეგრესია” გაიმართება.
15:00
NEW
სპორტულ კომპლექსში „არენა“ „შავფაროსნები“ და ანსამბლი „ჩვენებურები“, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრთან მიხეილ გიორგაძესთან ერთად, რომის ფესტივალზე მიღწეულ წარმატებასთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავენ. მისამართი: უნივერსიტეტის ქ. 2
28 აპრილი
12:00
განათლები სამინისტროსთან, სკოლამდელი ბავშვების მშობლები, მშვიდობიან საპროტესტო აქციას გამართავენ. მოთხოვნა: “დღეების გამო ჩვენს შვილებს სკოლის გარეთ ნუ დატოვებენ და ერთ წელს ნუ დააკარგვინებენ”. საკონატაქტო ნომრები: 577 42 89 89 თინიკო; 558 11 55 11 ქეთი; 579 45 55 88 ქეთი
17:00
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ილია აბულაძის საგამოფენო დარბაზში, ახალი გამოცემის “საბაწმინდური ოთხთავი, პალიმფსესტი“ და ახალი პროექტის ,,ქართული პალიმფსესტები (ალბომი-კატალოგი, მონაცემთა ბაზა)” პრეზენტაცია გაიმართება. ასევე, პირველად გამოიფინება ცენტრში დაცული უძველესი პალიმფსესტები (V-IX სს).