ნიკა რურუა გიორგი მარგველაშვილს ვალდებულებას ახსენებს

კულტურის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუა ფიქრობს, რომ პრეზიდენტმა საკუთარი საპრეზიდენტო ბრძანებულებით მთავრობას 26 მაისს სამხედრო აღლუმი უნდა ჩაატარებინოს.
როგორც რურუა ფეისბუქის პირად გვერდზე წერს, ამისი უფლება პრეზიდენტს, როგორც უმაღლეს მთავარსარდალს საქართველოს კონსტიტუციით აქვს მინიჭებული.
“თუ პრეზიდენტი მარგველაშვილი საკუთარ უფლება-ვალდებულებებს ქვეყნისა და ხალხის წინაშე სერიოზულად აღიქვამს, და პრეზიდენტობას მხოლოდ იმისთვის არ დათანხმდა, რომ საკუთარი პატივმოყვარეობა დაიკმაყოფილოს, მაშინ მან 26 მაისს სამხედრო აღლუმის ჩატარება საკუთარი საპრეზიდენტო ბრძანებულებით უნდა ჩაატარებინოს მთავრობას, რისი უფლებაც პრეზიდენტს, როგორც უმაღლეს მთავარსარდალს საქართველოს კონსტიტუციით აქვს მინიჭებული. ეს პრეზიდენტის არა მხოლოდ უფლება, არამედ ვალდებულებაცაა“, – წერს ნიკა რურუა.
შეგახსენებთ, 26 მაისს – საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სამხედრო აღლუმი არ იქნება, თუმცა გაიმართება საზეიმო ღონისძიებები, რომელშიც მონაწილეობის საშუალება ყველა მოქალაქეს ექნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები