ყოფილი პოლიციელი გოგა ანჩაბაძე თავს უდანაშაულოდ ცნობს

    ყოფილი პოლიციელი, რომელსაც მეგობრის და მეჯვარის ცოლის გაუპატიურების მცდელობისთვის ედება ბრალი, თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. როგორც ბრალდებულმა გოგა ანჩაბაძემ დღეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში გამართულ წინასასამართლო სხდომაზე განაცხადა, მისი საქმე შეთითხნილია. ანჩაბაძის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ ადვოკატის თხოვნა არ დააკმაყოფილა.
გოგა ანჩაბაძეს მეგობრის – კონსტანტინე გულორდავას ორსული ცოლის გაუპატიურების მცდელობა ედება ბრალად, რის გამოც მას 2013 წლის ნოემბერში გულორდავამ ყური მოაჭრა, მრავლობითი დაზიანებები მიაყენა, გააშიშვლა და ზუგდიდის ცენტრში დატოვა. საპატრულო პოლიციის ყოფილი თანამშრომლის წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მესამე ნაწილითაა აღძრული, რაც 9-დან 12 წლამდე თავისუფლებას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები